1. პროექტის სახელწოდება: 2010 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების ანალიზი.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: პროექტი ითვალისწინებს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური მონაცემების ანალიზს: აბიტურიენტთა ცოდნის შეფასება საგნების მიხედვით, სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხულთა შეფასების შედარება, მათემატიკის გამოცდაზე გამომჟღავნებული ცოდნის მნიშვნელობა გრანტის აღების საკითხში.
3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები უკეთ გაიგებენ სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების მნიშვნელობას, თვალსაჩინოდ წარმოდგენის აუცილებლობას.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ისტ–ის დახმარებით მონაცემთა ანალიზის გაკეთება და პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები. როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი. როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.
5. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:15 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწანლიან ისტ–ის დახმარებით. როგორ მოიპივონ და წარმოაჩინონ მასალები. გამოთქვან საკუთარი აზრი მოპოვებული მასალებზე. წარმოადგინონ ჰისტოგრამები, წრიული დიაგრამები და მათი გამოყენებით გააკეთონ მონაცემთა ანალიზი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომრიუტერი, ფურცელი, პასტა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას ჯგუფში გაინაწილონ შემდეგი დავალებები:
- 1. შეადარეთ იურიდიული და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტების საშუალო შეფასებები ზოგად უნარებში.
- 2. როგორ გადაანაწილებდით გრანტს მხოლოდ იმ სტუდენტებს შორის, ვინც მათემატიკას აბარებდა, მათემატიკაში მიღებული ქულების მიხედვით.
- 3. თქვენი აზრით, არის თუ არა კავშირი მათემატიკის გამოცდაზე გამომჟღავნებულ ცოდნასა და გრანტის მოპოვებას (ანუ ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებულ ქულებს) შორის.
- 4. რა მნიშვნელობას მიანიჭებდით მათემატიკის სწავლას საშუალო სკოლაში?
10. საგნობრივ/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ.IX.11. აწესრიგებს და წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
- – არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე)
- – ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არა ხელსაყრელ მხარეებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ჯულიეტა ჩხაიძე.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: julietahxaidze@gmail.com